კონსალტინგურმა კომპანიებმა Knight Frank და WingX მონაცემებზე დაყრდნობით კერძო ფრენებისთვის ყველაზე პოპულარული მიმართულებები დაასახელეს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
როგორც აღმოჩნდა, მდიდრები ყველაზე ხშირად კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულებს სტუმრობენ. 2018 წელს ამ მიმართულებით 30 000 კერძო რეისი განხორციელდა.
დასავლეთ ნახევარსფეროში მცხოვრებთათვის ყველაზე დიდი პოპულარობით ბაჰამის კუნძულები, პუერტო-რიკო და კაიმანის კუნძულები სარგებლობენ.
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მცხოვრები მდიდრები კი ყველაზე ხშირად ფილიპინებს, მალდივებსა და ბალის სტუმრობენ.
იმედინიუსი
კომენტარები