კომპანია Samsung Electronics-ის მოგება მიმდინარე წლის მეორე კვარტალში შემცირდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ამის ერთ-ერთი მიზეზი კი მეხსიერების ბარათების ბიზნესში კრიზისია, ხოლო კომპანია გარკვეული გამოწვევების წინაშეა.
სმარტფონებისა და მეხსიერების ჩიპების მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებლის განცხადებით, მოგება წინა წელთან შედარებით 56%-ით შემცირდა. მოგებამ მხოლოდ $5.5 მილიარდი შეადგინა, რაც წინასწარ გათვლებზე ოდნავ მაღალი იყო. თუმცა, გასულ წელთან შედარებით – დაბალი.
ეს შედეგები კი გარკვეულწილად აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომითაა გამოწვეული.
კრიზისის მიუხედავად, დასაკეცეკრანიანი Galaxy Fold-ის გაყიდვა 2019 წლის სექტემბრიდან გარკვეულ ქვეყნებში დაიწყება. ახალი სმარტფონის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. ადრე ითქვა, რომ Galaxy Fold-ის გაყიდვა ჯერ აშშ-ში დაიწყება და ის 1980 დოლარი ეღირება.