თურქეთი არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, ოფიციალური ანკარა მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ერთ-ერთ პრიორიტეტად ყირიმელი თათრების უფლებების დაცვას მიიჩნევს.
მისი თქმით, დონბასში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის დაცვით უნდა მოხდეს.
ვლადიმირ ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.
კომენტარები