დონალდ ტრამპს ელ-პასოში საპროტესტო აქციებით შეხვდნენ. ქალაქში, სადაც რამდენიმე დღის წინ ეთნიკური სიძულვილის მოტივით ჩადენილ თავდასხმას 22 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით ადამიანი პრეზიდენტის ვიზიტის გასაპროტესტებლად შეიკრიბა.
დონალდ ტრამპმა შეხვედრები ელ-პასოს სამართალდამცველებთან გამართა. ქვეყნის პირველ ლედისთან ერთად მან სროლის დროს დაშავებულებიც მოინახულა. მანამდე თეთრი სახლის ლიდერი ოჰაიოს შტატ ქალაქ დეიტონში იმყოფებოდა, სადაც მასობრივ სროლას 9 ადამიანი ემსხვერპლა.
ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტი აქაც საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა.
კომენტარები