“რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია არხის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ბიუჯეტის არამიზნობრი ხარჯვაში ადანაშაულებს და მისი წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. სალიას თქმით, გვარამიამ კომპანიაზე მიყენებული ზიანი უნდა აანაზღაუროს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, თუ “რუსთავი 2“-სთვის ზარალის მიყენება დაუმტკიცდა, გვარამია თავისი ქონებით აგებს პასუხს, – მუხაშავრია.
“როგორც “რეზონანსთან“ უფლებადამცველი ლია მუხაშავრია აცხადებს, კერძო მესაკუთრეს აქვს უფლება უჩივილოს მენეჯერს, რომელმაც მოგების ნაცვლად ზიანი მიაყენა კერძო კომპანიას”, – აღნიშნავს გამოცემა.
“კერძო კომპანიების დირექტორები პერსონალურად აგებენ პასუხს, თუ მათ ზარალი მიაყენეს კომპანიას. ამიტომაც აქვს მენეჯერებს მაღალი ხელფასები, რომ მოგება უნდა მოუტანონ კომპანიას და არა ზარალი. იმ შემთხვევაში, თუ ზიანს მიაყენებს, მაშინ თავისი ქონებით უნდა აანაზღაუროს. ამ შემთხვევაში კერძო მესაკუთრე უჩივის კერძო კომპანიის დირექტორს, რომ შენ ხარ ცუდი მენეჯერი და ზარალი მიაყენე კომპანიას. თუ გვარამია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გადაურჩა, მაშინ კოპანიისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, თავისი ქონებით აგებს პასუხს“, – განაცხადა “რეზონანსთან“ ლია მუხაშავრიამ”, – წერს სტატიის ავტორი.