დეპუტატი ეკა ბესელია არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გედევან ფოფხაძემ მისი პარტია დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბესელიამ განუცხადა, პარტია „სამართლიანობისთვის“ დატოვებას არც გედევან ფოფხაძე ადასტურებს.
„არც მე და არც გედი ამ ჭორებს არ ვადასტურებთ“,- აღნიშნა ბესელიამ.
როგორც ჯერ კიდევ ივლისში „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, გედევან ფოფხაძე ახლად შექმნილი პარტიიდან წავიდა.
ივნისის თვეში თავად ფოფხაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, რომ მას პარტიული აქტიურობისათვის არ სცალია. როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, ის პარტიული საქმიანობით დაკავებული არ არის, რადგან სხვა გეგმები აქვს. თუმცა ფოფხაძემ, ასევე, დასძინა, რომ ეს პარტიიდან წასვლას არ ნიშნავს.
კომენტარები