პროკურატურამ სათანადო ინფორმირება მოახდინოს ია კერზაიას ოჯახის ან წარმართოს პროცესები ისე, ოჯახის წევრებს ჰქონდეთ განცდა, რომ საქმესთან დაკავშირებით სამართლიანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროა, როცა ოჯახის წევრებს აქვთ განცდა, რომ საქმე სათანადოდ არ იყო გამოძიებული.
„როდესაც ოჯახის წევრებს და შვილს აქვთ განცდა, რომ არ იყო სათანადოდ გამოძიებული საქმე, ეს არის ძალიან სამწუხარო. პროკურატურამ უნდა სცადოს, სათანადო ინფორმირება მოახდინოს მისი ან წარმართოს პროცესები ისე, ოჯახის წევრებს ჰქონდეთ განცდა, რომ სამართლინი გადაწყვეტილება იქნა საქმესთან დაკავშირებით მიღებული. ბუნებრივია, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ოჯახის წევრს რჩება განცდა, რომ გადაწყვეტილება მათ მოლოდინებს არ შეესაბამება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.