ზიკას ვირუსის გავრცელების გამო პუერტო-რიკოში საგანგებო ვითარება გამოცხადდა. კუნძულის გუნბერნატორის ალექსანდრო გარსია პადილიას განცხადებით, დაავადების გავრცელების პრევენციისთვის სასწრაფო ზომებია მისაღები.
როგორც „ბი-ბი-სი“ წერს, ამჟამად პუერტო რიკოში ზიკას ვირუსით 10 000 ადამიანია დაავადებული, აქედან 10% ფეხმძიმე ქალია. ექიმების პროგნოზით, უკვე წლის ბოლოსთვის ზიკას ვირუსით შესაძლოა კუნძულის მოსახლეობის ¼ დაინფიცირდეს.
კომენტარები