დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია მიუღებელი და საგანგაშოა.
მისი შეფასებით, აღნიშნული სია ეწინააღმდეგება იმ დაპირებებს, რომლებსაც მმართველი გუნდი თავის დროზე ამომრჩეველს დაჰპირდა.
„10-კაციანი სიიდან ხუთი გვარი მეორდება. ამას დაემატა კიდევ რამდენიმე მძიმე გვარი, რომლებიც თავის საქმიანობით, მძიმე და უსამართლო გადაწყვეტილებებს უკავშირდება. მცირე გამონაკლისის გარდა, ეს სია არის მიუღებელი ქვეყნის მართლმსაჯულების განვითარებისთვის, სამართლიანობის იდეისთვის. პირდაპირ ეწინააღმდეგება პირველ ოქტომბერს, იმას, რაც ჩვენ ხალხს დავპირდით. ეს არის ძალიან საგანგაშო სია.
საოცარია, ამ 20-კაციან სიაში იყოს შოთა გეწაძე, რომელიც ერთ-ერთი მოსამართლე იყო, როდესაც „ქართული ოცნების” დღევანდელ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოართვეს და მე და შალვა თადუმაძე ვიცავდით მაშინ ივანიშვილის ინტერესებს. გეწაძე იყო მოსამართლე და ამ ორი გვარის ერთად 20-კაციან სიაში მოხვედრა დისკომფორტს როგორ არ ანიჭებს გენერალურ პროკურორს დღეს. ეს კითხვა მასთანაც მექნება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისათვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი გუშინ კენჭისყრის შედეგად შეარჩია.
ეკა ბესელია – სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია მიუღებელია
2019/09/05 12:44:39
კომენტარები
ნანახია: 423 ჯერ