„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ადა მარშანია დარწმუნებულია, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატი, გიორგი გახარია, 20 ივნისის ღამეს, ხალხისთვის რეზინის ტყვიების სროლის ბრძანებას არ გასცემდა. ამის შესახებ მარშანიამ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის და პრემიერმინისტრობის კანდიდატებს უნდა მოუსმინონ.
„ბატონო გიორგი, ჩვენი თვალსაზრისით, თქვენ ძალიან საინტერესო, საკმაოდ ქარიზმატული პიროვნება ბრძანდებით. მე პირადად, მწამს და მჯერა, რომ იმ ღამეს, ბატონ გახარიას ბრძანება არ გაუცია მაინც და მაინც რეზინის ტყვიები ესროლეთ ხალხს, მითუმეტეს, თვალი ამოთხარეთო. ჩვენ ეს გვწამს. თქვენ ასეთ უგუნურ ბრძანებას არ გასცემდით“, – განაცხადა მარშანიამ.
კომენტარები