ლავროვი-ზალკალიანის შეხვედრაზე ინიციატივა შვეიცარიას ჰქონდა. ამ ინიციატივის ნაწილი ვართ, რომელიც შეთანხმებულია საერთაშორისო თანამეგობრობასთან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.
დეპუტატის თქმით, ოპოზიციის გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ამ ნაბიჯს ამერიკამ და ყველა პარტნიორმა მხარი დაუჭირეს.
„ლავროვი-ზალკალიანის შეხვედრის მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულება პროგნოზირებადი იყო. რეალობაში, შემდეგი ვითარება არსებობს – დაძაბულია მდგომარეობა საქართველო-რუსეთს შორის. ინიციატივა შვეიცარიას ჰქონდა. ამ ინიციატივის ნაწილი ვართ, რომელიც შეთანხმებულია საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ოპოზიციის გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ამ ნაბიჯს ამერიკამ და ყველა პარტნიორმა მხარი დაუჭირეს. ამ საკითხებზე ყველანაირი სპეკულაცია ზედმეტი და შეუფერებელია არსებული ვითარებისთვის“, – განაცხადა ვოლსკიმ.
“ოპოზიციის გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ამ ნაბიჯს ამერიკამ და ყველა პარტნიორმა მხარი დაუჭირეს”
01.10.2019 14:06:49

ნანახია: 391 ჯერ