ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია პოლიტიკაში დაბრუნებას აანონსებს. გავრცელებული ინფორმაციით, მის პოლიტიკურ გუნდში იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძეც იქნება.
როგორც ჟურნალისტებს ყოფილმა მინისტრმა განუცხადა, ამ დროისთვის აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს, თუ კიდევ ვინ შეიძლება იყოს გუნდის წევრი.
ასევე, ყოფილი მინისტრის განცხადებით, მათი მიზანი დასავლური ორიენტაციით სვლა არის.
”თუ ვინ იქნება ჩემს გუნდში სახელის და გვარების დასახელებისგან დროებითი თავს შევიკავებ, მათ რიცხვში მოქმედი პარლამენტარებიც არიან”, – აცხადებს გიორგი ქობულია.
კომენტარები