დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, სააკაშვილი უპრინციპო ადამიანია და დამატებით ღირებულებებს არ ქმნის.
„სააკაშვილს მუმბა იუმბა ტომმა რომ დაუძახოს, ბელადი გახდიო, ჩავა და ბელადი გახდება. მისთვის ფასეულობები არ არსებობს. ვითომ, დემაგოგია აქვს დაწყებული, ბრძოლა ვიწრო ჯგუფებს დაუწყო და ფიქრობს, რომ მათზე დარტყმებით დიდი ჯგუფების მხარდაჭერას მოიპოვებს. უპრინციპო ადამიანია, არაფერი გააჩნია. სააკაშვილი დამატებით ღირებულებას არ ქმნის“, – აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოში არის პოლიტიკოსების ერთი ჯგუფი, რომელიც “სვეცკურად” უყურებს იმ ხალხს, ვისაც სჯერა ტრადიციებისა და მრწამსის, ეს ხალხი პირდაპირ აკეთებს პუტინის საქმეს.
კომენტარები