მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს ურჩევს, ჩაიხედოს, როგორ ტარდება ტენდერები.
მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის სისტემაში კორუფციაა.
„თუნდაც მაია ცქიტიშვილს რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რა არის საერთოდ ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ მე არ ვიცი, რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა ამ მილიარდებს აბარებენ. შეიძლება ეს იყო გამოწვეული იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ მაია ცქიტიშვილის ხელში თანხა არ დაიკარგება კორუფციული თვალსაზრისით, მაგრამ მას ვურჩევ, ჩაიხედოს, როგორ მიდის ტენდერები, ჰკითხოს კერძო კომპანიებს, თუ რანაირი ტიპის კორუფციაა გასული ინფრასტრუქტურის სისტემაში. ამას ყველაფერს ჩვენ პასუხს მოვთხოვთ, ყველას აბსოლუტურად”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
კომენტარები