ჟურნალისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ისე, გია ყანჩელი კი იყო კაცი, რომელიც ქალაქმა მუსიკით უნდა გააცილოს, მერიის ადგილზე გავუწევდი ორგანიზებას – “შემოდგომის ფოთლებით” გავაცილებდი მის უკანასკნელ შემოდგომას – ქალაქში დაშვებული ყვითელი ნაჭრებით…
ცოცხალი ორკესტრით… შემოდგომის ცოცხალი ყვითელი ფოთლების ხალიჩით…. რადგან ეს არ არის სიკვდილი და არის გარდაცვალება იქნებოდა გარდაცვალების დღესასწაული “, – წერს თამარ ბელქანია სოცქსელში.
კომენტარები