პარლამენტში ვანო ზარდიაშვილს თემურ გოცირიძე ჩაანაცვლებს. როგორც გოცირიძემ 1tv.ge-ს განუცხადა, ის დეპუტატობას გეგმავს, რადგან საარჩევნო სიაშია.
სიის გათვალისწინებით, ზარდიაშვილის შემცვლელი ირაკლი ზარქუა უნდა გამხდარიყო, რომელიც ამჟამად თბილისის საკრებულოს წევრია, თუმცა მან საკრებულოს დატოვებასა და პარლამენტში დეპუტატად მუშაობის გაგრძელებაზე უარი თქვა.
ვანო ზარდიაშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ დეპუტატის მანდატს ტოვებს.
კომენტარები