უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, მოქმედი მთავარი პროკურორის შალვა თადუმაძეს მოსმენის ერთ-ერთი მთავარი თემა ისევ მისი განათლება და დიპლომის ნამდვილობაა. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ, თადუმაძეს “თავისუფალი დემოკრატების” წევრის ლევან სამუშიას შეკითხვა გადასცა და მას სამი კურსელის დასახელება მოსთხოვა.
“ამ წინააღმდეგობის, ამ ვნებათაღელვის მოსახსნელად შეგიძლიათ თუ არა მითხრათ, 3 კურსელის გვარი და სახელი?“- მიმართა ბოკერიამ თადუმაძეს.
“2001 წელს თავისუფლების ინსტიტუტს ავყავდი მაგ დიპლომით ადვოკატად და იმ ორგანიზაციის წარმომადგენელი თქვენი იყავით,”- უპასუხა თადუმაძემ.
“გენპროკურორად კი არ აყავდით მერე და მთელი ცხოვრებით უზენაეს სასამართლოში კი არ გნიშნავდნენ… სამი კურსელის სახელი და გვარი, ან სამი ლექტორის...”- გაუმეორა ბოკერიამ მოთხოვნა თადუმაძეს.