თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის დაწყებამდე ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ საევაკუაციო სიგნალი ჩაირთო, რის გამოც კონფერენციის მონაწილეებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს. ჰოლში ჩავიდნენ სასტუმროს სტუმრებიც.
არსებული ინფორმაციით, საევაკუაციო სიგნალის ჩართვა სამზარეულოში დაკვამლიანებამ გამოიწვია. როგორც სასტუმროს ადმინისტრაციამ განმარტა, შენობაში ყოფნა უსაფრთხოა. კონფერენციის მონაწილეები სხდომათა დარბაზში უკვე ბრუნდებიან.
„საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ წელს მეცამეტედ იმართება. ღონისძიებას დღეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის.
კომენტარები