თურქული ხომალდი გონიოში ორი ჯარისკაცის ძებნის ოპერაციაში ჩაერთო. გონიოს სანაპიროზე ხომალდ Minehunter-ზე თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია იმყოფება. თურქეთის სასაზღვრო ძალების 650 ტონიანი სამძებრო ხომალდი, რომელიც სიღრმეში ძებნა-გადარჩენის ოპერაციებზეა გათვლილი, გონიოს სანაპიროზე 07:00 საათზე შევიდა. ხომალდის ეკიპაჟი 41 კაცს შეადგენს და სანავიგაციო რადარით არის აღჭურვილი.
ლევან იზორია ხომალდზე თურქეთის გენერალურ კონსულთან იასინ თემისკანთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად ავიდა.
თურქულმა ხომალდმა ძებნის ოპერაცია უკვე დაიწყო. გონიოს სანაპიროზე იმყოფებიან წვრთნების დროს დაკარგული იაგო შარაძისა და გიორგი ნანეტაშვილის მშობლები და ნათესავები. შარაძის მამის ვლადიმერ შარაძის განცხადებით, მინისტრმა ერთი დაპირება შეასრულა თურქული გემის შემოყვანასთან დაკავშირებით. ვლადიმერ შარაძე თავდაცვის მინისტრისგან მეორე დაპირების შესრულებას ელოდება, რაც საქმის გამოძიებას გულისხმობს.
თავდაცვის სამინისტროს ორი კურსანტი 16 აგვისტოს გონიოში წვრთნების დროს წყალში დაიკარგა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობა გამოძიება.
თურქული ხომალდი გონიოში ორი ჯარისკაცის ძებნის ოპერაციაში ჩაერთო
2016/08/20 10:48:42

ნანახია: 1998 ჯერ