პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საპარლამნეტო ოპოზიციის წევრებს მოუწოდებს, რომ საკანონმდებლო საქმიანობას დაუბრუნდნენ და სწორედ აღნიშნულ ფორმატში წარმოადგინონ საკუთარი აერგუმენტები მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
განცხადება არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
“მინდა მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ საპარლამენტო პროცესს, დაუბრუნდნენ საპარლამენტო ფორმატებს, ის არგუმენტები, რომელიც მათ სურთ, რომ აჩვენონ საზოგაოდებას, ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს პლენარული სხდომები, თუ საკომიტეტო განხილვები, დაუპირისპირონ სხვა არგუმენტებს. ამისთვის არსებობს მზადყოფნა. მე კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მათ, რომ დაუბრუნდენ ნორმალურ პროცესს პარლამენტში. ეს არის საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოლოდინი,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.