აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
დავით ზალკალიანის თქმით, ყველა აღიარებს, რომ საქართველო ლიდერი ქვეყანაა რეგიონში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით და იმ რეფორმებით, რომლებსაც ახორციელებს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში.
„მაღალი სტრანდარტები, რომლებიც საქართველომ დაამკვიდრა, იწვევს კიდევ უფრო მეტ მოთხოვნას პარტნიორებისგან. ამ კუთხით ვხედავთ მიმართვებს, რომლებიც ვიხილეთ. იყო იქ გარკვეული უზუსტობები, ფაქტობრივი უზუსტობები, რაც, ჩემი აზრით, დაკავშირებულია სუბიექტურ ინფორმაციასთან, რომელსაც სხვადასხვა წყაროდან იღებენ. ჩვენ წყნარად გავაგრძელებთ ურთიერთობას საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რადგან მათ ჰქონდეთ სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაცია. ის რომ საქართველოში ეკონომიკური ვარდნა, სინამდვილეს არ შეესაბამება. ჩვენს რეგიონში ყველაზე დიდი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. არც ერთ ამერიკულ კომპანიას პრობლემა საქართველოში არ შექმნია. კიდევ მეტი კომუნიკაციაა საჭირო. შესაძლოა, არ მოგვწონდეს წერილებით ურთიერთობა, მაგრამ გვექნება უახლოეს დღეებში შესაძლებლობა, ამერიკელ პარტნიორებს შევხვდეთ”- განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.