საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს დაესწრო. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე უკრაინაში თავდაცვის მინისტრის, არმიის გენერალ სტეფან პოლტორაკისა და გენერალური შტაბის უფროსის, არმიის გენერალ ვიქტორ მუჟენკოს მიწვევით იმყოფებოდა.
უკრაინის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება კიევის ცენტრალურ ქუჩაზე გაიმართა. სამხედრო აღლუმი უკრაინის პრეზიდენტმა, შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა პეტრო პოროშენკომ ჩაიბარა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან ერთად უკრაინის ეროვნულ დღესასწაულზე სხვა ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. აღლუმზე მიწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებსაც მიაგეს პატივი.
ვახტანგ კაპანაძე უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს დაესწრო
2016/08/29 22:59:18
ნანახია: 1800 ჯერ