თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გონიოში, ზღვაში დაკარგული ერთ-ერთი სამხედროს, იაგო შარაძის დედას, ელენე მაკრიდისს ტელეფონით ესაუბრა.
ელენა მაკრიდისმა მინისტს სთხოვა, არ შეეწყვიტა სამძებრო ღონისძიებები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თვითმკვლელობით დაასრულებდა სიცოცხლეს.
“მინისტრმა მითხრა, რომ თურქულმა გემმა შეწყვიტა სამძებრო ღონისძიებები. ყველა ღონე იხმარეს, მაგრამ ვერ იპოვეს ცხედრები და თქვენი შვილი დაკარგულად ითვლებაო. არ მინდა შეგპირდეთ რამეს და იმედები გაგიცრუოთო. მე სასტიკი წინააღმდეგი ვარ ძებნის შეწყვეტის, უნდა გაგრძელდეს სამძებრო ღონისძიებები, სხვა ქვეყნის გემები ჩამოიყვანონ ამ ჩემი შვილის ცხედრის გარეშე ნაპირიდან ცოცხალი არ წავალ“, – აღნიშნა ელენე მაკრიდისმა.
იაგო შარაძის დედამ წუხელ ღამით შიმშილობა დაიწყო. აღნიშნულის გამო გონიოში, სანაპიროზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.