მამა ანდრია სარია, სოციალურ ქსელში, წერს:
“მე რომ ვთქვა, არ მოვკვდები და კორონავირუსი არ შემეყრება, ძაან დიდი იდიოტი უნდა იყო. ეს მორწმუნეობა არ არის, ეს არის სიგიჟე. ჩვენ ვკვდებით ჩვეულებრივად, ქოლერით მოკვდა პატრიარქი ლეონიდე. ვთქვათ, რომ მას არ შეეყარა ეპიდემია და სნეულების საშიშროება არ ჰქონდა, ეს არის სიცრუე.
უფრო დიდი საშიშროებაა, რასაც დავაკვირდი ზოგადად და მღვდელმთავრების გამოსვლებიც იყო, ზიარებას უწოდებენ ანტისეპტიკს. ამაზე დიდი უბედურება დღევანდელ ეკლესიაში მე რა უნდა შევამჩნიო ან რაზე უნდა გავაკეთო კომენტარი. ან როდესაც ცხენი დაფრინავს…გარკვეული საკითხები არის, სადაც შეიძლება კრიტიკას ავუქციოთ გვერდი, რადგან პიროვნულად ვიღაცების პატივისცემა გვქონდეს, მაგრამ ზიარებას უწოდო ანტისეპტიკი, ეს არის საეკლესიო დარღვევა. ამ განცხადების მერე კორონავირუსით დაინფიცირებულმა ადამიანმა რომ იფიქროს, თურმე ანტისეპტიკია ზიარება და მივარდეს იმ რწმენით, რომ კორონავირუსისგან განიკურნება, წარმოიდგინეთ, რა მოხდება”