“მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მასშტაბით, ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელმა, ახალმა კორონავირუსმა, ადამიანების დღის წესრიგი რადიკალურად შეუცვალა, ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი “რეზონანსთან” მაინც დადებით პროგნოზსს აკეთებს. როგორც მან განაცხადა, საქართველოსთვის კრიტიკული ვითარება უკვე გადავლილია და 21 მარტიდან დაძაბული გარემო შეიცვლება, არსებული მდომარეობა კი უკეთესობისკენ წარიმართება”, – წერს გაზეთი “რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, როდიდან დაიწყებს კორონავირუსი ჩაცხრობას – ახალი დამაიმედებელი პროგნოზი / “საქართველოში ეპიდემიური კატასტროფა მოსალოდნელი არ არის – 21 მარტის შემდეგ მდგომარეობა უკეთესობისკენ წარიმართება”
“21-ე საუკუნეში, როდესაც მედიცინა ასეთი განვითარებულია, მსოფლიო ახალი კორონავირუსის წინაშე თითქმის უძლური აღმოჩნდა, რადგან მისი ქცევის შესახებ მეცნიერებმა ამ მომენტამდე ცოტა რამ იციან. ეპოქაში, სადაც ადამიანი უკვე კოსმოსში დასახლებაზე ფიქრობს, ერთმა ვირუსმა დედამიწის მკვიდრნი იზოლაცია მოაქცია. დღეს ახალი ინფექციის გავრცელების საფრთხე უფრო მეტად იზრდება და მთელი ყურადღება სწორედ იქითკენ არის გადატანილი, რომ მისი პრევენცია მოხდეს. სპეციალისტების თქმით, კორონავირუსის სიმპტომები იცვლება, რაც კიდევ უფრო მეტ თავსატეხს აჩენს და ყოველი დღე პრაქტიკულად უსიამოვნო სიახლით იწყება. “21 მარტამდე იქნება ასეთი დაძაბულობა, 21 მარტის შემდეგ კი ჩაცხრობას დაიწყებს. ეპიდემიური კატასტროფა მოსალოდნელი არ არის, რადგან ეს პერიოდი საქართველომ უკვე გაიარა… პრაქტიკულად 21 იანვარს დამთავრდა. 21 იანვრამდე, სულ სხვა ვირუსით საქართველოში მსხვერპლი იყო. საქართველოში კორონავირუსით მსხვერპლი საბედნიეროდ არ არის და არც იქნება. თუმცა, გართულებებს არ გამოვრიცხავ”, – აღნიშნავს გამოცემა.
“იტალიას მართავს კუროს ზოდიაქო – საკმაოდ რთული კონფიგურაციაა კუროს ზოდიაქოსთვის. ევროპაში კორონავირუსი გაჩნდა იქ, სადაც ყველაზე მეტი ტურისტული ნაკადია. ამ კუთხით იტალია პირველ ადგილზეა. რამდენად ვერ გაუმკლავდა იტალია, ეს უკვე სხვა თემაა. იტალიის ჯანდაცვის სისტემას ზოდიაქო სასწორი მართავს, რომელიც ძალიან ნეგატიურად არის ასპექტირებული. ამიტომ, ეს არის იტალიის ჯანდაცვის სისტემის პრობლემა, რაც საქართველოში არ ხდება. „ჩვენთან პირიქით, – ჯანდაცვის სისტემისთვის ძალიან კარგი პერიოდია. თანაც კარგად და ოპტიმალურად მოქმედებენ ექიმები. ეს ყველაფერი ასტროლოგიური პარამეტრებიდან ხდება. საქართველოში ჯანმრთელობის სფეროს მართავს თხის რქა. წარმატების მომტანი პლანეტა იუპიტერი თხის რქაშია” – აღნიშნა ასტროლოგმა. ცნობისათვის, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ რაოდენობამ 15-ს მიაღწია. იმ პაციენტებიდან, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ, ერთის მდგომარეობა საშუალოზე მძიმე რჩება, კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა კი სხვებთან შედარებით ოდნავ დამძიმდა, ვინაიდან მას ტემპერატურა უფიქსირდება”, – დასძენს გამოცემა.