მესამე შვილის გაჩენა იმიტომ გადავწყვიტეთ მე და ჩემმა მეუღლემ, რომ ჩვენ უნდა გაგვეზარდა და აღმოჩნდა, რომ სამი თვეა არ მინახავს. ამ სამთვიანი პაუზის შედეგ პირველად შაბათს ვნახე, თავიდან ძალიან გაოცდა, მაგრამ იმედია, მერე და მერე შევეჩვევით ერთმანეთს, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ვინაიდან სახლიდან ყოველთვის ადრე გადის და უკან გვიან ღამე ბრუნდება, ბავშვები ოჯახის წევრად ვერ აღიქვამენ.
„სამი შვილი მყავს, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ და ასევე მათდა სამწუხაროდაც, არც ერთი არ აღმიქვამს როგორც ოჯახის წევრს, მაგრამ სამივე მე მგავს. ღამე მივდივარ ძალიან გვიან. დილით მოვდიოდი სახლიდან ძალიან ადრე. შუათანა ცოტა სხვანაირი ბავშვია და ამბობს-ხოლმე, ის კაცი მოვიდა, ღამღამობით რომ დადისო“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.
