დღეს დილიდან სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები იყვნენ მობილიზებული გლდანის ხევში, სადაც გუშინ ბავშვის ცხედარი იპოვეს.
ამ დრომდე უცნობია ვინ არის ბავშვის დედა, რადგანაც გოგონა, რომელიც გუშინ მკვლელობისთვის დააკავეს, აღმოჩნდა, რომ დამნაშავე არ იყო და ის სამართალდამცველებმა გამოუშვეს.
„ტვ პირველთან“ საუბარში არასრულწლოვანი გოგონას ოჯახის წევრი აცხადებს, რომ მისი შვილი დამნაშავე არ არის, და ხალხი ჭორებს ავრცელებს.
„პოლიციამ მითხრა, გოგონა უნდა გადავიყვანოთო, არ არის პრობლემა-მეთქი ვუთხარი. ხალხი ათას სისულელეს ამბობს.“ – აცხადებს არასრულწლოვანი გოგონას ოჯახის წევრი. გაგრძელება
კომენტარები