თბილისის მერს, კახა კალაძეს ახალი მოადგილე ჰყავს. სოფიო ხუნწარია ამ პოსტზე, ახალგაზრდა ფინანსისტმა ანდრია ბასილაიამ შეცვალა, რომელიც ცნობილი ქართველი ხელოვანების ოჯახიდან არის.
მისი ბაბუა, მამის მხრიდან, მუსიკოსი და ანსამბლ „ივერიას“ დამფუძნებელი ალექსანდრე ბასილაია გახლდათ, ხოლო დედის მხრიდან ცნობილი ქართველი რეჟისორი ელდარ შენგელაია.
მისი ბებია დედის მხრიდან გახლავთ, ქართული კინოს დაუვიწყარი სახე – არიადნა შენგელაია, ხოლო მამის მხრიდან ალექსანდრე ბასილაიას მეუღლე, მომღერალი ლუიზა კობალაძე.
ქ-ნი ლუიზა, ანდრიას ახალ პოსტზე დანიშვნის შემდეგ, ჟურნალ „სარკესთან“, შვილიშვილის შესახებ საუბრობს:

„ანრის უფროსმა ვაჟიშვილმა, ანდრემ (ანდრია) ამერიკაში დაამთავრა უნივერსიტეტი, ფინანსისტ-ეკონომისტია.
ბოლო წლებში, თბილისის მერიაში მუშაობდა საფინანსო განყოფილებაში. ახლა მერის მოადგილე გახდა და განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურს ხელმძღვანელობს.
მიხარია, რომ კარიერული წინსვლა აქვს, მაგრამ რთული სფერო ჩააბარეს და შეიძლება, ყველა თხოვნა ვერ შეასრულოს“.
