„ნაციონალური მოძრაობა„ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენით განხილვაში მიიღებს მონაწილეობას, თუ გიორგი რურუა გათავისუფლდება, – განაცხადაფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ.
„გიორგი რურუასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ძალიან მარტივია, დამნაშავეც რომ ყოფილიყო, წინასწარი პატიმრობა არ არის გამოსაყენებელი. ხომ არ ვამბობთ, რომ გიორგი რურუა უდანაშულოდ გამოაცხადონ?! – შეწყდეს წინასწარი პატიმრობის პროცესი და გაგრძელდეს გამოძიება ჩვეულ რეჟიმში, თორემ სალომე ზურაბიშვილმა რომ გიორგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი საკუთარი ნებით არ გაათავისუფლა…
იმედს ვიქონიებ, რომ შეთანხმების ორივე მხარე ბოლომდე შესრულდება, რაც საშუალებას მოგვცემს დავბრუნდეთ დარბაზში და ხმა მივცეთ, – განაცხადა რომან გოცირიძემ.