„საქართველოში მედიასა და პოლიტიკას ამოფარებული კრიმინალები მორალს სპობენ. ჩვენ ვართ მოწმე, რომ შალიკოს ფანჩატურში შეიკრიბა ყველა რჯულის კრიმინალი, რომელიც შეიძლება ყოფილიყო და ისინი ამოფარებული არიან
პოლიტიკას”, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ამ პროცესმა ძალიან ღრმად გაიდგა ფესვი და ამ პროცესის სიმბოლოა ჟორიკა რურუა, რომელიც ჩემი ასაკის ადამიანებისთვის ცალსახად კრიმინალი, ბანდიტი და ყაჩაღია. მის წინააღმდეგ აღძრული იყო ძალიან მძიმე, კრიმინალური საქმეები და უამრავი ადამიანია, რომელიც დღესაც მის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს მკვლელობებსა და უამრავ დანაშაულზე. ეს იცის საქართველომ და ცნობილია ყველასთვის“, – განაცხადა ხაინდრავამ.
როგორც რეჟისორმა აღნიშნა, ის, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან გიორგი რურუას მიმართ ხდება, “ნაციონალური მოძრაობის” სხვა წევრების მიმართაც არ ახსოვს. ხაინდრავა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი საერთაშორისო თანამეგობრობის სისუსტეზე მეტყველებს.