ზაზა ხუციშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვაჟა-ფშაველას გამზირის ამომრჩეველს შეხვდა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
“პარლამენტარი არის იმ გუნდის ნაწილი, რომელიც ჩვენს ქვეყანას წინსვლას ჰპირდება. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სამუშაო ადგილების შექმნას, ჯანსაცვასა და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. მოსახლეობა, საქმის კურსში გვაყენებს იმ პრობლემების შესახებ, რომელიც მათ აწუხებთ. მინდა გითხრათ სიამაყით, რომ ადგილობრივი გამგეობა ძალიან კარგად მუშაობს. ძალიან კარგად იცნობენ ადგილობრივები გამგებელს, ძალიან დიდი პატივისცემა დაიმსახურა მან. უბრალოდ მეც მესაუბრებიან, თუ მათ კიდევ რა უჭირთ, რა არის პირველი რიგის სამუშაოები. მინდა გითხრათ, რომ მოსახლეობა გაგებით ეკიდება იმას, რომ ყველა 10-პუნქტიან დაპირებას ერთად ვერ შევასრულებთ. დავსახავთ პრიორიტეტებს, გამგეობასთან ერთად დავგეგმავთ და აუცილებლად შევასრულებთ”, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.