ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა-ელისაბედ რულოვსი აცხადებს, რომ პასუხს არ აგებს პარტიის შეცდომებზე.
„მე არ ვიყავი არანაირ თანამდებობაზე, ამიტომ არანაირი პასუხსმგებლობა არ მეკისრება. არ დავიწყებ რაიმეს გამართლებას, ან რაიმეს უარყოფას, მაგრამ ვხედავ რომ იყო გარკვეული შეცდომები, ამიტომ მე ვამბობ, რომ ჩვენ ახალი სახეები ვართ. ჩვენ განახლებული პარტია ვართ. ძალადობა შორს არის ჩვენგან, წნეხი, ან ზედმეტი კონტროლი. თქვენ შეგიძლიათ გვენდოთ, ჩვენ გვავქვს ამის ბერკეტები, რომ ასეთი რამ არ მოხდეს. ჭკვიანია, ის ვინც შეცდომებს გაიაზრებს, გაანალიზებს, აღარ დაუშვებს და უკეთესად წაიყვანს საქმეს“, – განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და რადიო „ათინათის“ ერთობლივ გადაცემაში „კანდიდატი“.