ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე სამუშაოდ „tv პირველზე დაბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ მან ტელევიზია დაახლოებით თვენახევრის წინ დატოვა.
„ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩავთვალე, რომ ახლა დასრულების დროა”. – თქვა მაშინ ჟურნალისტმა.
ტრაპაიძემ პუბლიკას უთხრა, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში ცივი გონებით აწონ-დაწონა და გადაწყვტა საკუთარ საქმეს იგივე არხზე დაუბრუნდეს, “მით უმეტეს, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ცხელდება და მინდა ამ მნიშვნელოვან დროს მოვლენების გაშუქებაში ჩემი წილი პასუხისგებლობა ავიღო.” – გვითხრა მან.
იგი კვლავ გადაცემა დღის ამბებს წაიყვანს. ჟურნალისტი ეთერს ორშაბათიდან დაუბრუნდება.
კომენტარები