აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში დღეს იმართება.
14:00 საათზე დაგეგმილია გამოსვენება, 15:00 საათზე კი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულ პირებს სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.
1992-93 წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის ოჯახის წევრებს 13 აგვისტოს შეატყობინეს.
კომენტარები