ამ საქმეზე, ვანო მერაბიშვილის გარდა, პასუხი უნდა აგონ იმ პირებმაც, რომლებიც ბრძანებას იძლეოდა და ასრულებდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ეკა ბესელიამ 26 მაისის საქმეზე პროკურატურის მიერ მოპოვებული ვიდეოკადრების, კომენტარებისას განაცხადა, სადაც დათა ახალაია კუდ-ის ქვედანაყოფებს მომიტინგეების დაჭერისკენ მოუწოდებს.
ბესელიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს.
„შეიძლება ცოტა მოგვიანებით ხდება, მაგრამ ძალიან მიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო 26 მაისის დარბევა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება გამოეხმაურა. შემზარავი კადრები გავრცელდა, სისიხლის გუბეებში როგორ იწვნენ მშვიდობიანი მომიტინგეები, ამ საქმეზე პასუხი აგონ გარდა ვანო მერაბიშვილისა, იმ პირებმა, რომელებიც ბრძანებას იძლეოდა და ასრულებდა“,-განაცხადა ბესელიამ.
ეკა ბესელია – ვანო მერაბიშვილის გარდა, პასუხი უნდა აგონ იმ პირებმაც, რომლებიც ბრძანებას იძლეოდა და ასრულებდა
2016/09/20 16:26:01
ნანახია: 1601 ჯერ