„რამიშვილის ფოტოები რომ ცრუ იქნებოდა, იმითაც ჩანდა, რომ მომწოდებელ წყაროს მალავდა. არც კი მიფიქრია გადამოწმება“,– ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში, ბაჩალიაშვილების ადვოკატ მიხეილ რამიშვილზე წერს.
„რამიშვილის ფოტოები რომ ცრუ იქნებოდა, იმითაც ჩანდა, რომ მომწოდებელ წყაროს მალავდა. არც კი მიფიქრია გადამოწმება.
უნდა გამოიძიონ მისი კავშირები, ვის პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს და აუკრძალონ საადვოკატო საქმიანობა.
ძალიან ეცადნენ ამ ორი ტრაგედიის „გირგვლიანიზაციას“ (ბოდიში ოჯახთან, გვარის ასეთ კონტექსტში მოხსენიებისთვის).
2-3 დღის წინ, “Эхо Кавказа”-ზე ერთ-ერთი ქართველი ჟურნალისტის ბლოგი იყო, რომელმაც მიხლართ-მოხლართა ბოლო პერიოდის პროცესები, ტრაგედიები და რიტორიკული კითხვა დასვა, რაღა სხვაობაა ამჟამინდელ და წინა ხელისუფლებებს შორის, ერთადერთი ესენი არ აუპატიურებენ, თორემ ესენი აწამებენ და კლავენო.
რამიშვილიც ზუსტად ამ დაკვეთას ასრულებს, თუმცა სრული კრახი მოელით. სირცხვილით, ალბათ, არ შერცხვებათ“, – წერს ამირან სალუქვაძე.