“ნაციონალური მოძრაობის” პრეს-სამსახურის წარმომადგენელი სალომე სიგუა გიგი უგულავას სოციალურ ქსელში მიმართავს.
“გიგი, სირცხვილია!
პოლიტიკურ ოპონენტთან დისკუსიაში, დებატში შედიან პოლიტიკურ საკითხებზე. ეს კი, დისკრიმინაციული მიმართვაა და მეტი არაფერი!
ესაა უზრდელობა, რომელიც ნამდვილად არ მიკვირს იმ პარტიის წარმომადგენლისგან, რომლის რიგებშიც მანიებით შეპყრობილი გყავთ!
ანგელა მერკელი, მადლენ ოლბრაიტი, დონალდ ტრამპი, ჯო ბაიდენი, ჰილარი კლინტონი – არავის არავის არ ვადარებ, უბრალოდ პოლიტიკაში ასაკს არ ითვლიან. არასწორად უჩვენებს თქვენი კომპასი” – წერს სიგუა.
კომენტარები