საქართველოსთან ერთად მწვანე ზონის სტატუსი დაკარგა “რუსთავი 2”-მაც. მეორე ტალღამ სამაუწყებლო ტელეკომპანიასაც დაარტყა. “რუსთავი 2”-ში უკვე რამდენიმე საათია ეპიდემიოლოგები მუშაობენ. კორონავირუსი დაუდასტურა “კურიერის” წამყვანს, თეონა ცხომელიძეს, რომელიც კლინიკაშია უკვე გადაყვანილი.
“რუსთავი 2”-ში pcr ტესტები უკვე გაუკეთდა 300-მდე თანამშრომელს.
ტელეკომპანიაში დაავადებათა ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების მიხედვით ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება, რომელიც ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის არის აუცილებელი. ჟურნალისტის ახალო კონტაქტების ოჯახის წევრებიც კი, თვითიზოლაციაში არიან გადასული. მიმდინარეობს თეონა ცხომელიძის კონტაქტების დადგენა.
კორონავირუსის დაფიქსირების გამო,”რუსთავი 2-ის” ეთერში კორექტირებაც შევიდა. შექმნილი ვითარების გამო, სანამ გაირკვევა რისკები, დღეს გამონაკლისის სახით, ეთერში არ გავა “ღამის კურიერი”. რაც შეეხება საინფორმაციო სამსახურს, ის ჩვეულ რეჟმში მუშაობს.
კომპანიის ყველა თანამშრომელი რჩება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების ქვეშ.