საქართველოს საპატრიარქომ სასულიერო პირის სამოსში ჩაცმული ადამიანის ფოტო გამოაქვეყნა და საზოგადოებას ამცნო, რომ მოქლაქე, რომელიც თავს საქართველოს საპატრიარქოს არქეოლოგიური სამსახურის თანამშრომლად ასაღებს, იტყუება.
საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოს არქეოლოგიური სამსახური საერთოდ არ აქვს.
„ჩვენთვის ცნობილი გახდა თაღლითობის მორიგი ფაქტი. ცოტა ხნის წინ გვაცნობეს ფოტოზე ასახულ პიროვნებასთან დაკავშირებული ზნეობრივი ხასიათის გადაცდომის შესახებ.
როგორც ირკვევა, იგი თავს სასულიერო პირად ასაღებს, საზოგადოებას დეკანოზ ალექსანდრე გოგოლაძედ (ზოგიერთს – ანდრია გოგოლაძედ) ეცნობა და არწმუნებს, რომ საქართველოს საპატრიარქოს არქეოლოგიურ სამსახურში მუშაობს.
სინამდვილეში, იგი არ არის სასულიერო პირი და არც არავითარი კავშირი აქვს საპატრიარქოსთან. მეტიც, საქართველოს საპატრიარქოში არქეოლოგიური სამსახური არ არსებობს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გვინდა, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ამ პიროვნების ნებისმიერი ქმედება არის თვითნებური, დამაბრკოლებელი და შეცდომაში შეჰყავს მორწმუნე საზოგადოების ნაწილი“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.