პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის მიერ გახმოვანებულ საარჩევნო დაპირებებს გამოეხმაურა.
„მიხეილ სააკაშვილი ხან პოლიტიკოსის რანგში გვევლინება, ხან მსოფლიო განმკარგულებლის, ხან უკრაინის ლიდერის, ხან საქართველოს პრეზიდენტის თუ მთავრობის თავმჯდომარის. ხან ღრუბელ-ღრუბელ მოდის, ხან ხმელეთით. არ მგონია, მის განცხადებებს ადეკვატური პასუხი გაეცეს, რასაც ის ჰაერში პერიოდულად ისვრის“, – განაცხადა ვოლსკიმ.
კომენტარები
