მოქმედი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. სამართალდამცავები გვიან ღამით პარლამენტარის ძმის იმ კომპანიაში შევიდნენ, რომელიც ნინოწმინდის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს.
“ვერანაირ დემოკრატიას ვერ ვხედავთ, უკვე ერთი თვეა მიდის ძლიერი ზეწოლა ჩემზე, რომ კანდიდატურა მოვხსნა. ღამით მოვიდა ფინანსური პოლიციის 10 გამომძიებელი, გააღვიძეს ბუღალტერი, მთელი დოკუმენტაცია შეკრიბეს. გატანილია საბუთების 30-40 ტომარა. ჩემმა ძმამ უთხრა, რომ ასე არ შეიძლება – არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ბიზნესზე ზეწოლა. ჩემს ოჯახზე ზეწოლა ხდება იმის გამო, რომ მე მოვხსნა კანდიდატურა”. – განაცხადა “ტვ პირველთან” დეპუტატმა.
შეგახსენებთ, მკოიანი წლების განმავლობაში ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი გახლდათ, თუმცა 2020 წლის არჩვენებზე მმართველმა ძალამ ის აღარ წარადგინა, რის მერეც, მკოიანმა დამოუკიდებლად გადაწყვიტა კენჭისყრა.
შეგახსენებთ, ამ ცოტა ხნის წინ, მკოიანის ინტერესების დამცველმა, ტარიელ მურმანიშვილმა განცხადა, რომ მკოიანი ბოლო 6 თვის განმავლობაში მუქარისა და ძალადობის მსხვერპლია.