ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“ოპოზიცია ყოველ დღე ექს-პრეზიდენტის განცხადებების განხილვაშია.
კაცი ვერ გაიგებს, მართლა ომობთ, თუ ასეთი ტაქტიკა გაქვთ.
სტრატეგია რომ არ გაქვთ, შარშან გითხარით. არ დაიჯერეთ.
თუ მართლა ომობთ, მაშინ რატომ გიკვირთ მისი დამოკიდებულება? 2003 წლის რევოლუციური კოალიცია არ დაიშალა? ფანჩატურში ერთად რომ დაჯექით, მაშინ შეცდით.
თუ ცრუ ომია, მაშინ ცუდი ტაქტიკაა, ერთმანეთს და საკუთარ შეთხელებულ ამომრჩეველს უარესად აბნევთ.
უფრო მაინც იქეთკენ ვიხრები, რომ მართლა თავისკენ ექაჩება მთელი ოპოზიციის საბანს.
თბილისშიც ხომ დაადასტურეს რაც კიევიდან გაჟღერდა: ახლა შევეცდებით მაქსიმუმი ავიღოთო. ჰოდა, თქვენზე მეტს რომ აიღებენ, მერე არკვიეთ ვინაა მთავარი ოპოძალა.
ყველაფერი ძველ სტილშია. ან რა შეცვლიდა?!
თან ოპოზიციურ ამომრჩეველს ეუბნება ყველა ხმა მე მომეცითო, მერე თქვენ გეუბნებათ ერთმანეთს მეგობრული ცეცხლი არ გავუხსნათო.
ვინც რეალურად აფასებთ საკუთარ ძალებს, ერთ მინიშნებას მოგცემთ, თუ დაიჯერებთ: 2024-ზე ახლა იფოქრეთ, თქვენი თამაში ითამაშეთ და არა ენმ-ის, თორემ იგივე შედეგს მიიღებთ შემდეგ არჩევნებზეც.
დეტალებში არ შევალ. ისე, ცოტა მძიმე-მძიმე განცხადებები გააკეთეთ. წარმოიდგინეთ, რომ ამომრჩეველი ხართ.
შემდეგ პოსტში რამდენიმე პარტიის ე.წ. პროგრამებს განვიხილავ.”