ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ადამიანს მარიხუანას მოწევისთვის ციხეში არ უნდა სვამდნენ.
“მარიხუანის მოწევის გამო ადამიანი ციხეში არ უნდა იჯდეს, ეს შეცდომა იყო და ეს შეცდომა იყო ჩვენიც [ნაციონალური მოძრაობა] და ამათიც [ქართული ოცნება] , მაგრამ მსოფლიოც წინ მიდის . მარიხუანასთან მიმართებაში მსოფლიოში 2010 წელს სიტუაცია სულ სხვა იყო და სულ სხვა არის დღეს. 2010 წელს ნიუ იურკში იჭერდნენ მოწევისთვის, წელს არ იჭერენ,” – განაცხადა სააკაშვილმა.
კომენტარები