საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საკუთარ „ფეისბუქზე” პირდაპირი ჩართვის დროს ჰკითხეს, ხალხს რომ კლავდა დაავიწყდა?
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ის საქართველოში შემოჭრილ მტერს კლავდა.
“ვინ ხალხს ვკლავდი, ერთი მაინტერესებს?! საქართველოში შემოჭრილ მტერს კი! როცა პოლიცია ძალას იყენებდა? როდის, 2004 -2005 წლებში, როცა ხალხს იტაცებდნენ?! მაგრამ ეს ცოცხი მოცხი, დაგვიხოცეს 26 000 ახალგაზრდა, რომელი 26 000 ახალგაზრდა? ძალის გადამეტებები რა თქმა უნდა იყო, ასეთი ხდება ამერიკაშიც, ხდება საქართველოშიც. ხომ ყველამ იცით, რომ ეს ცოცხები ყველას ერთად აჭამა ერთ -ერთი ქვეყნის სპეცსამსახურმა და ერთმა ოლიგარქმა. ხომ ყველამ იცით არა? რაღაზე ვლაპარაკობთ საერთოდ?”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
კომენტარები