ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბიზნესი ძალიან პოზიტიურად არის განწყობილი ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისადმი, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა ლევან კალანდაძემ ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიზნესთან საქმიანი შეხვედრა შედგა, სადაც მოხდა დღევანდელი მდგომარეობის შეფასება.
„ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბიზნესი ძალიან პოზიტიურად არის განწყობილი ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისადმი. ბიზნესს აქვს ძალიან კარგი მოლოდინები, ბიზნესი ძალიან პრაგმატულად, რაციონალურად აფასებს კვირიკაშვილის გუნდის ძირითად პრიორიტეტებს და ძირითად აქცენტებს. აქედან გამომდინარე, მოლოდინები, რაც ბიზნესს აქვს, არის ძალიან პოზიტიური, ისინი ზრდიან ინვესტიციებს, სავარაუდოდ მათი როგორც ბრუნვა, ასევე ბიზნესებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება. ბიზნეს სჭირდება კომფორტული, მშვიდი ბიზნესგარემო, მეტი რეფორმები და უფრო მეტად აქცენტირება პოლიტიკისა ეკონომიკაზე”, – განაცხადა კალანდაძემ.