„მოგესალმებით, გურჯაანელებო დიდი სიყვარულით. მიხარია, რომ ამდენ მხარდამჭერს ვხედავ“,- მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრაზე შეკრებილ მოსახლეობას.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ყველაფერი ეს ქართველმა ხალხმა დაიმსახურა, ეს არის ის, რაც მიღწეულია უდიდესი ძალისხმევის, გმირული ნაბიჯის შედეგად, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გადადგა
„ხუთი წლის წინ, ზუსტად შემოდგომაზე, ამ დროს, ქართველი ხალხის თავდადებამ მოიტანა ის შედეგი, რომ დღეს საქართველოში არის თვისობრივად განსხვავებული წინასაარჩევნო გარემო. ორი კვირა დარჩა არჩევნებამდე და მინდა, როგორც თქვენმა მეგობარმა გთხოვოთ, ყველა თქვენგანს, არ ავყვეთ ნერვებს. ძალიან უნდათ ჩვენი მდგომარეობიდან გამოყვანა, ძალიან უნდათ, რომ დაემსგავსოს წინასაარჩევნო პროცესი იმას, რაც იყო საქართველოში არაერთხელ, მათ შორის 2012- ში, მაგრამ ვერ მიღწევენ ამას. ქართველი ხალხი დღეს სულ სხვანაირად უყურებს პოლიტიკას, ქართველი ხალხის გემოვნება, მოთხოვნები პოლიტიკოსების მიმართ არის შეცვლილი. დღეს ადამიანებს არ მოსწონთ, თუ ვინ ვინ დაჩაგრა, ვინ ვის უფრო მეტი შეურაცხყოფა მიაყენა, ხალხს სიმშვიდე სჭირდება, ხალხს სჭირდება ხვალინდელ დღეზე, შვილების, შვილიშვილების უკეთეს მომავალზე ფიქრი და ზრუნვა. ეს არის ყველაზე დიდი მონაპოვარი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა. ეს არის ძალიან დიდი დამსახურება ქართველი ხალხის და, რა თქმა უნდა, ხელისუფლების“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.