“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბექა ნაცვლიშვილი ომის ვეტერანებს შეხვდა. მისი თქმით, დღეისთვის გვყავს ომის 1800-მდე მონაწილე და 500- მდე ის მოქალაქე, რომელსაც მარჩენალდაკარგულის სტატუსი აქვს.
კანდიდატმა შეხვედრაზე ვეტერანების პრობლემებზე ისაუბრა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო. მისი თქმით, გაუფორმებელი საცხოვრებელი ბინები ვეტერანების მთავარი პრობლემაა, რის მოგვარებასაც ნაცვლიშვილი გამარჯვების შემთხვევაში შეეცდება.
”საქართველოს მთავრობა ამ ადამიანებისთვის ყველაფერს გააკეთებს რომ მათი მდგომარეობა რამენაირად შვამსუბუქოთ”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
კომენტარები