ლევან გაჩეჩილაძემ „იმედის“ ეთერში წარსულ და მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე ისაუბრა:
„2008 წლის არჩევნებზე თავი ჩრდილოეთ კორეაში მეგონა. საერთოდ არჩევნებში ვიყავი თუ არა, ის არ ვიცოდი. ჩვენ იმის უფლებაც კი არ გვქონდა, რომ ერთ ბილბორდზე სურათი გაგვეკრა. ჩვენთვის მედია დაკეტილი იყო. მე რომ, 2008 წლის 5 იანვარს საღამოს 10:00 საათზე, არჩევნების შედეგებისადმი ჩემი დამოკიდებულება უნდა გამომეცხადებინა არც ერთი ჟურნალისტი ჩემ პრესკონფერენციაზე არ მოვიდა. ეს იყო 2008 წლის საარჩევნო გარემო. მიუხედავად ამისა, უცხოელმა დამკვირვებლებმა, იმისათვის, რომ ისინი აქ არ იყვნენ მზად სახელისუფლებლო ცვლილებებისთვის, განსაკუთრებით აშშ, რადგან ბევრ საქმეს აშშ-ს ულაპარაკოდ უკეთებდა ის ხელისუფლება, ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ისეთი მომენტები, როდესაც აშშ-ს ადმინისტრაციის და ქართველი ხალხის ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა. ხელისუფლების მოქმედებათა გეგმის მთავარი მიზეზი ის არის ,რომ ეს ინტერესები ერთმანეთს მიუახლოვო, აქ ასე არ იყო, ხალხზე ძალადობაზე ხდებოდა იმ ინტერესების გატარება. მაშინ ბუშის ადმინისტრაცია თავს კომფორტულად გრძნობდა, ჯერ კიდევ ცესკოს გამოუცხადებლად მოულოცეს მიხეილ სააკაშვილს.
ჩემს ძალიან დიდ დამსახურებად ვთვლი, რომ დესტაბილიზაცია არ მოვახდინე საქართველოში, მაინც ვარჩიე მოთმინების გზით წავსულიყავი და საარჩევნო გზით გამოცვლილიყო ის უბედურება რაც იყო“, – აღნიშნა ლევან გაჩეჩილაძემ.