ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, საზოგადოება თუ კიდევ ერთხელ გამოიჩენს სამოქალაქო აქტიურობას და პასუხისმგებლობას, „ქართული ოცნება“ ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.
„გიორგი კვირიკაშვილი და მისი გუნდი გაიმარჯვებს, მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, და არანაირი პროვოკაცია არ იქნება დაშვებული ჩვენი ძალოვანი უწყებების მიერ. ამ განცდას მაძლევს ის სტაბილური, მტკიცე გარემო, რაც დღეს არის არჩევნებზე და მე ვხედავ, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი დარწმუნებულია „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში. მაგრამ მინდა ყველას ვთხოვო, რომ მიუხედავად მათი არჩევანისა, სახლში არავინ არ დარჩეს, რომ ჩვენ ძალიან კარგი ანგარიში მივიღოთ, რომ არავის, არცერთ ადამიანს არ ჰქონდეს ერთი გრამი აზრის გავლება თავში, რომ შესაძლებელია რაღაც რევოლუციური პროვოკაციების მოწყობა. იმასაც ვიტყვი, რომ ეს იქნება მყისიერად ალაგმული ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სტრუქტურების მიერ. წარმატებას ვუსურვებ ყველას და ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი, წინ წავიდეთ, წინ ვიაროთ, ნაბიჯ-ნაბიჯ დავშორდეთ იმ ჯოჯოხეთს რა ჯოჯოხეთშიც ვცხოვრობდით“, – აღნიშნა ლევან გაჩეჩილაძემ.