სააკაშვილი და მისი „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთი დიდი კრიმინალური ბანდა, კრიმინალური ლიდერით სათავეში, – ასე ეხმაურება დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დღეს გავრცელებულ ჩანაწერებს, რომელშიც სავარაუდოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შესაძლო დესტაბილიზაციაზე ესაუბრება.
მინისტრის თქმით, ჩანაწერში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დარწმუნებულია, რომ არჩევნებს წააგებს და ვერც არეულობას მოაწყობს.
„გამოჩნდა, რომ ისინი აბსულუტურად დარწმუნებულნი არიან, რომ არჩევნებს აგებენ ძალიან მაგრად. ამიტომ მათი ერთადერთი შანსი არის არეულობის მოწყობა. ოღონდ სააკაშვილის გარდა მისი ბანდის ყველა წევრმა იცის, რომ არეულობის მოწყობის არანაირი შანსი არა აქვთ, უბრალოდ ისინი ვერ ეწინააღმდეგებიან თავიანთ ლიდერს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს. ძალიან კარგად უწოდა სააკიშვილის მეუღლემ, როცა იგი შეადარა თხუნელას, რომელიც გვირაბებს თხრის. ოღონდ იგი გვირაბებს კი არა, ეს ადამიანი თავის მოძრაობას უთხრის საფლავს”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
“სააკაშვილის გარდა მისი ბანდის ყველა წევრმა იცის, რომ არეულობის მოწყობის არანაირი შანსი არა აქვთ”
2016/09/27 12:59:29
ნანახია: 1366 ჯერ